Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 ადამიანი დაიღუპა მაჰაჩყალაში ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად


ცეცხლის ალში გახვეული ავტოგასამართი სადგური მაჰაჩყალაში
ცეცხლის ალში გახვეული ავტოგასამართი სადგური მაჰაჩყალაში

10-მდე გაიზარდა დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის მახლობლად, დაბა ნოვი ხუშეტის ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად.

„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, დაღუპულთა ნაწილი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
ფედერალურ ტრასა „კავკაზზე“ მდებარე ორი აფეთქება ავტოგასამართ სადგურ АЗС Plus-ში რუსეთის დროით საღამოს 17.30 საათზე მოხდა. დაუდასტურებელი ცნობებით, აფეთქების მიზეზი შეიძლება ბენზინის აალება გამხდარიყო.

საგამოძიებო კომიტეტმა გახსნა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ისეთი მომსახურების გაწევისთვის, რომელიც არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს და ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ინციდენტის ადგილზე მივიდა დაღესტნის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელი სერგეი მელიკოვი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG