Accessibility links

პასუხები საარჩევნო კითხვებზე
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
არჩევნების წინ როგორ გადავეწერო სხვა მისამართზე?

არჩევნების წინ როგორ გადავეწერო სხვა მისამართზე?


ახალ მისამართზე გადაწერა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე იუსტიციის სახლში მისვლით. ორივე შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • თუ ბინის მესაკუთრე თავად ხართ, ცხადია, რეგისტრაციის ადგილის შეცვლისთვის მხოლოდ საკუთარი მონაცემები დაგჭირდებათ;
  • ხოლო თუ რეგისტრირდებით, მაგალითად, ნათესავთან, დაგჭირდებათ ბინის მესაკუთრის ნებართვა ან ორი პირის დასტური.

იუსტიციის სახლები 20-ზე მეტ ქალაქშია.

ადგილზე მისვლის შემთხვევაში, მესაკუთრის თანხმობის დაფიქსირება შესაძლებელია:

  • თუ ის თავად მივა იუსტიციის სახლში;
  • ელექტრონული ფორმით – ე.წ. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით;
  • ნოტარიულად დამოწმებული.

სიაში ცვლილებების შეტანზე განცხადებით მიმართვა შესაძლებელია 8 ოქტომბრის ჩათვლით.

პასუხები სხვა კითხვებზე:

ფორუმი

XS
SM
MD
LG