Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარიამ პარტიული სიის შემადგენლობის პრეზენტაცია გამართა


გიორგი გახარია, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი
გიორგი გახარია, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი

25 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „პულმანში“, წარადგინეს „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სია. სიის პირველი ნომერი იქნება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის ლიდერი გიორგი გახარია. მან თავის სიტყვაში დაასახელა პარტიის მთავარი ლოზუნგი: „ჩვენი მთავარი მიზანი და ლოზუნგი ამ არჩევნებში იქნება არა „ოცნებას“ და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, სიმშვიდე საქართველოს და დავიცვათ ნამდვილი მშვიდობა“. პარტიის საარჩევნო სიაში არიან:

  1. გიორგი გახარია - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი;
  2. ნათია მეზვრიშვილი - პრემიერ-მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი პროკურორი;
  3. დიმიტრი ცქიტიშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი;
  4. კახაბერ ქემოკლიძე - უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი;
  5. ზვიად ძიძიგური - პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი;
  6. ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
  7. ანა ბუჩუკური - პარლამენტის წევრი;
  8. ბერდია სიჭინავა - იურისტი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი;
  9. როინ ქოჩორაშვილი - 2021 წლიდან პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი;
  10. ბექა ლილუაშვილი - პარლამენტის წევრი;
  11. თეონა აქუბარდია - პარლამენტის წევრი;
  12. ლევან გოგიჩაიშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი;
  13. გიგა ფარულავა - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე;
  14. გელა აბულაძე - ეკონომისტი, მაჟორიტარი დეპუტატი წალენჯიხის საკრებულოში;
  15. შალვა კერესელიძე - მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში;
  16. თამარ ხვედელიანი - ექიმი, პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  17. ელგუჯა ხოკრიშვილი - ეკონომისტი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი;
  18. ვიკა ფილფანი - იურისტი;
  19. კახა ნურალიძე - ექიმი, პროფესორი;
  20. სოფიო ხორგუანი - სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე;
  21. ჯემალ ანანიძე - ბათუმის ყოფილი მერი;
  22. რუსუდან თევზაძე - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი;
  23. ქეთევან ბაკარაძე - ექიმი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (დევნილობაში) ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;
  24. მალხაზ თორია - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
  25. ვატო ფაჩულია - სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი;
  26. ერეკლე დუმბაძე - იურისტი;
  27. სალომე კობალაძე - თბილისის საკრებულოს დეპუტატი;
  28. გოჩა ტყეშელაშვილი - გადაცემა „ეტალონის“ ავტორი;
  29. აკაკი გვიანიძე - ბათუმის საკრებულოს წევრი.

სიის პრეზენტაციასთან ერთად პარტიამ წარადგინა საარჩევნო პროგრამა და სლოგანი - „ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი კეთილდღეობით ევროპისკენ".

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ვადა 26 სექტემბერს ეწურებათ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG