მის სამოქალაქო პანაშვიდს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მისი პარტნიორი, 26 წლის ბექა ჯაიანი, 19 სექტემბერს დააკავეს - გამოძიება მას გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბექა ჯაიანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
კესარია აბრამიძის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ჰომოფობიური კანონი, რომელიც მკვეთრად ზღუდავს ლგბტქ ადამიანების უფლებებს და ზოგადად - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ფორუმი