Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა - "ამერიკის ხმა"


ბიძინა ივანიშვილი - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე
ბიძინა ივანიშვილი - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შეიმუშავა და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

როგორც "ამერიკის ხმა“ წერს, ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე ინფორმაციას მათ, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო ანონიმურად უდასტურებენ.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების პაკეტზე მუშაობას ამერიკის ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა“, - ციტირებს წყაროს „ამერიკის ხმა“, რომელიც წერს, რომ იგი აშშ-ის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირია და მათთან საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, მათთან საუბარში ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი ამბობს, რომ სანქციების ბაზისია 14024-ე განკარგულება, რომელსაც „აქვს ფართო უფლებამოსილებები, მასში მოხვდენ პირები, რომლებიც ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს, ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში“.

„აშშ-ის მთავრობას აქვს მომზადებული სანქციების პაკეტი და მზად არის მის მისაღებად“, - განუმარტავს „ამერიკის ხმას“ კიდევ ერთი წყარო“, რომელიც, მათივე განმარტებით, ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირია და ასევე ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათი ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“.

საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „აგენტების კანონი“ მიიღო. აშშ-მა განაცხადა, რომ სანქციები დაწესდებოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის - გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო.

ასევე ნახეთ:

ფორუმი

XS
SM
MD
LG