Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" - კობახიძე აშშ-ის ელჩს შეხვდა


აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს, შეხვდა.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი კობახიძემ შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც ითვალისწინებს სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ.

"აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს", - წერია განცხადებაში.

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობითვე, რობინ დანიგანთან შეხვედრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება" წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, მათივე შეფასებით, ის "სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს".

16 სექტემბერს "აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებებს საქართველოში. კერძოდ, დასანქცირდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან კავშირში".

კერძოდ, აშშ-მა სანქციები დაუწესა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG