Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონის დაბომბვას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა


დოლნეცკის რეგიონი. პოკროვსკის მიმართულება. სექტემბერი. 2024 წელი
დოლნეცკის რეგიონი. პოკროვსკის მიმართულება. სექტემბერი. 2024 წელი

7 სექტემბერს რუსეთის არმიის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

დონეცკის გუბერნატორმა, ვადიმ ფილაშკინმა Telegram-ით განაცხადა, რომ სამი - 24-დან 69 წლამდე კაცი მოკლეს ქალაქ კოსტანტინივკაში.

მისი თქმით, დაშავებულია ოთხი ადამიანი. 50-წლამდე ორი კაცი დაიღუპა დაბომბვისას ქალაქ ტორეცკის მახლობლად კოსტანტინოვკასთან.

საზოგადოებრივი მაუწყებელ Suspilne-ს მოჰყავს დონეცკის გენერალური პროკურატურის წარმომადგშენლის, ანასტასია მედვედევას ნათქვამი, რომ მეოთხე პირი - 57 წლის ქალი - დაშავდა კოსტანტინოვკაზე თავდასხმის დროს.

მედვედევამ თქვა, რომ ტორეცკში მოკლული ორი ადამიანი 52 და 53 წლის მამაკაცები იყვნენ.

7 სექტემბერს გვიან დაბომბეს ქალაქი ხარკოვიც, განაცხადა რეგიონის გენერალურმა პროკურატურამ. ხარკოვის რაიონის სოფელ მალა დანილივკაში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა და 10 კერძო სახლი დაზიანდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი - სამი ქალი და ერთი მამაკაცი.

ადრე, 7 სექტემბერს, იარაღის საწყობში გაჩენილმა დიდმა ხანძარმა აიძულა ადგილობრივ ხელისუფლებას 600-მდე ადამიანის ევაკუაცია მოეხდინა რუსეთის სამხრეთ-დასავლეთით ვორონეჟის რეგიონში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG