Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“იგრძნოს ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ” - სირსკი თვლის, რომ კურსკში უკრაინის შეჭრამ შეაჩერა რუსეთის იერიში


უკრაინის არმიის მთავარსარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი (ფოტო: 12 იანვარი, 2024 წელი) თვლის, რომ კურსკის ოპერაცია წარმატებულია
უკრაინის არმიის მთავარსარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი (ფოტო: 12 იანვარი, 2024 წელი) თვლის, რომ კურსკის ოპერაცია წარმატებულია

რუსეთი გეგმავდა უკრაინაზე თავდასხმას კურსკის რეგიონიდან, სანამ უკრაინამ თვითონ არ წამოიწყო იერიში რუსეთის ტერიტორიაზე გასულ თვეში, განაცხადა უკრაინის არმიის მთავარსარდალმა გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირსკიმ, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში 5 სექტემბერს მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვოლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეჭრას რუსეთის ტერიტორიაზე არ ჰქონია ზეგავლენა მოსკოვის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე.

CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სირსკიმ თქვა ასევე, რომ ის კურსკის ოპერაციას წარმატებულად თვლის, რადგან ამით შემცირდა მტრის თავდასხმის საფრთხე. “ხელი შევუშალეთ მოქმედებაში. ბრძოლა მათ ტერიტორიაზე გადავიტანეთ, რათა მათ იგრძნონ ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ,” - თქვა სირსკიმ.

სირსკიმ აღიარა, რომ უკრაინა დიდი ზეწოლას გრძნობს პოკროვსკის რეგიონში, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინის ჯარები ჯერჯერობით ახერხებენ რუსეთის არმიის წინსვლის შეჩერებას.

პუტინმა, როცა ის აღმოსავლეთ ევრაზიის ფორუმზე გამოვიდა ვლადივოსტოკში, განაცხადა, რომ კურსკის ოლქში ჯარის შეყვანით უკრაინამ დაასუსტა თავისი ძალები დონეცკის რეგიონში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG