Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ F-16 ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა


მოიერიშე თვითმფრინავები F-16
მოიერიშე თვითმფრინავები F-16

უკრაინის შეირაღებული ძალების გენშტაბმა თავისი ტელეგრამის არხით გაავრცელა ინფორმაცია მოიერიშე თვითმფრინავის F-16-ის კატასტროფის შესახებ.

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გამოიყენეს. საჰაერო ბრძოლის დროს F-16-ებმა აჩვენეს მაღალი ეფექტურობა და მტრის ოთხი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. მორიგ სამიზნესთან მიახლოებისას, ერთ-ერთ თვითმფრინავთან კონტაქტი დაიკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და პილოტი დაიღუპა“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, მომხდარს სპეციალური კომისია შეისწავლის.

კიევისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების ფარგლებში გადაცემული F-16-ის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია 28 აგვისტოს გაავრცელეს მედიებმა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. იუწყებოდნენ, რომ მოიერიშე თვითმფრინავი 26 აგვისტოს ჩამოვარდა.

2023 წელს რამდენიმე ქვეყანამ, აშშ-ის თანხმობით, გადაწყვიტა კიევისათვის გადაეცა რამდენიმე ათეული გამანადგურებელი F-16, რასაც თავდაპირველად წინ უძღოდა უკრაინელი მფრინავების მომზადება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG