Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ჩამოვარდა ერთ-ერთი F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავი - WSJ


საილუსტრაციო ფოტო. პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი თვალს ადვენებს F-16-ების საავიაციო შოუს
საილუსტრაციო ფოტო. პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი თვალს ადვენებს F-16-ების საავიაციო შოუს

26 აგვისტოს უკრაინაში ჩამოვარდა ერთ-ერთი F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც კიევს დასავლეთის სამხედრო დახმარების ფარგლებში გადაეცა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

28 აგვისტოს, ტელეგრამის არხი „შოტი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ პირველი უკრაინული F-16 სავარაუდოდ ხმელნიცკის რეგიონში სტაროკონსტანტინოვის აეროდრომზე დარტყმის დროს განადგურდა. Z-არხი "სამხედრო ინფორმატორი" კი წერს, რომ რუსეთის სავარაუდოდ თავდასხმის შედეგად F-16 გამანადგურებელთან ერთად დაიღუპა დასავლეთში გადამზადებული ერთ-ერთი პირველი უკრაინელი მფრინავის ალექსეი მესი.

უკრაინას ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

2023 წელს რამდენიმე ქვეყანამ, აშშ-ის თანხმობით, გადაწყვიტა კიევისათვის გადაეცა რამდენიმე ათეული გამანადგურებელი F-16, რასაც თავდაპირველად წინ უძღოდა უკრაინელი მფრინავების მომზადება.

ჯამში კიევს 79 ამერიკულ გამანადგურებელს დაჰპირდნენ.

ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მიიღო ამერიკული გამანადგურებლების პირველი პარტია, „მცირე“ რაოდენობა, როგორც ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყებოდა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

აგვისტოს დასაწყისში ამერიკული გამანადგურებლების საჰაერო შოუს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადევნებდა თვალს.

"ჩვენ ასობით შეხვედრა და მოლაპარაკება გავმართეთ ჩვენი ავიაციის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. პასუხად ხშირად გვსმენია: შეუძლებელია! მაგრამ მიუხედავად ამისა, შესაძლებელი გავხადეთ... ახლა კი ეს მართლაც რეალობაა, რეალობა ჩვენს ცაზე - F-16 უკრაინაშია", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სხვადასხვა წყაროების თანახმად, უკრაინამ უკვე მიიღო 6 ან 10 F-16-ი.

უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული F-16–ების ფოტოებში გამანადგურებლები აღჭურვილი არიან მცირე სიშორის AIM-9 Sidewinder ჰაერი-ჰაერის კლასისა და საშუალო საშუალო სიშორის AIM-120 AMRAAM-ის რაკეტებით. ეს მათ პოტენციურად საშუალებას აძლევს გადაიტაცონ რუსული ბომბდამშენები და ბალისტიკური რაკეტები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG