Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრასნოდარის პორტ „კავკაზში“ ხანძარი გაჩნდა სარაკეტო დარტყმის შემდეგ


რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს პორტ "კავკაზში" გაჩენილი ხანძრის შედეგად ჩაიძირა ნავთობით დატვირთული ბორანი.
რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს პორტ "კავკაზში" გაჩენილი ხანძრის შედეგად ჩაიძირა ნავთობით დატვირთული ბორანი.

22 აგვისტოს შუადღისას, უკრაინულმა და რუსულმა წყაროებმა განაცხადეს სავარაუდო სარაკეტო დარტყმების შესახებ, რომლის სავარაუდო სამიზნე გახდა კრასნოდარის მხარის ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი საბორნე გადასასვლელის რაიონი.

ტელეგრამის რამდენიმე არხი, კერძოდ, „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც მოჩანს, სავარაუდოდ, საბორნე გადასასვლელის თავზე ავარდნილი კვამლი.

მოგვიანებით კრასნოდარის ტერიტორიული ოპერატიული შტაბის ტელეგრამის არხმა გამოაქვეყნა შეტყობინება, რომლის თანახმად, პორტ „კავკაზში“ თავს დაესხნენ საწვავის ავზებით დატვირთულ სარკინიგზო ბორანს. აფეთქების შედეგად ბორანზე ხანძარი გაჩნდა, დაზიანებების შესახებ ცნობები არ არსებობს.

ერთ-ერთი გადაუმოწმებელი ცნობით, პორტში მდგარ ხომალდს უკრაინული რაკეტა „ნეპტუნი“ მოხვდა.

ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, დროებით შეწყდა მანქანების მოძრაობა ქერჩის ხიდზე და წყლის სამგზავრო ტრანსპორტისა - სევასტოპოლის ყურეში.

უკრაინელი სამხედროები რეგულარულად ახორციელებენ სარაკეტო დარტყმებს ყირიმში მდებარე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. ბოლო პერიოდში დაიბომბა საბორნე გადასასვლელი, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში, სავარაუდოდ, სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG