Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა აცხადებს, რომ უკრაინასთან მთელ საზღვარზე ჯარებია განთავსებული


ფოტო არქივიდან: საზღვარი უკრაინასა და ბელარუსს შორის ვოლინის რეგიონში. 19 აპრილი, 2023 წელი
ფოტო არქივიდან: საზღვარი უკრაინასა და ბელარუსს შორის ვოლინის რეგიონში. 19 აპრილი, 2023 წელი

სააგენტო Reuters-ი რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "რია-ზე" დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ბელარუსის მმართველმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 18 აგვისტოს უკრაინა-ბელარუსის საზღვრის გასწვრივ ჯარების განთავსების შესახებ განაცხადა.

"რია" იტყობინება, რომ ლუკაშენკას თქმით, უკრაინამ ბელარუსის საზღვრის გასწვრივ განათავსა 120 ათასი სამხედრო და მინსკმა საპასუხოდ სამხედრო ნაწილები განალაგა მეზობელ სახელმწიფოსთან მთელი საზღვრის გასწვრივ.

ამ ორ ქვეყანას1084-კილომეტრიანი საზღვარი ყოფს.

ლუკაშენკა, პუტინის მოკავშირე, აცხადებს, რომ ბელარუს-უკრაინის საზღვარი დანაღმულია, „როგორც არასოდეს ადრე“ და უკრაინის ჯარებს უზარმაზარ დანაკარგი ექნებათ, თუ მის გადაკვეთას შეეცდებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG