Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინის მოსაზღვრე არეალებში ევაკუაციის ოპერაციას აფართოებს


ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, კურსკზე უკრაინის სარაკეტო შეტევის შედეგი. 2024 წლის 11 აგვისტო
ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, კურსკზე უკრაინის სარაკეტო შეტევის შედეგი. 2024 წლის 11 აგვისტო

მოსკოვმა 12 აგვისტოს უკრაინის მოსაზღვრე არეალებიდან მოქალაქეების ევაკუაციის ოპერაციის გაფართოების ბრძანება გასცა იმ ფონზე, როცა მისი ძალები რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის უპრეცედენტო შეჭრის შეკავებას ცდილობენ.

"საგანგაშო დილა დაგვიდგა. კრასნოიარუჟსკის რაიონის საზღვარზე მტრის აქტივობაა. მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის ვიწყებთ კრასნოიარუჟსკის რაიონში მცხოვრები ადამიანების გადაადგილებას უფრო უსაფრთხო ადგილებში", - ამბობს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამით. იგი არ აკონკრეტებს, რამდენი ადამიანი ექვემდებარება ევაკუაციას და სად გადაჰყავთ ისინი.

უკრაინის ძალებმა კიდევ 30 კილომეტრით წაიწიეს წინ მიმდინარე ოპერაციაში, რომელიც ყველაზე მასშტაბურია რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის ოპერაციებიდან მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვამ შეძლო გარდაეტაცა 18 დრონი, რომლებიც ღამით უკრაინამ გაუშვა კურსკის, ბელგოროდისა და ვორონეჟის რეგიონებისკენ. სამინისტრო არ აკონკრეტებს დრონების სრულ რაოდენობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG