Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეირუთის აეროპორტში ქაოსია რამდენიმე ფრენის გადადების გამო


ბეირუთის ხედი მახლობელ სოფელ არაიადან
ბეირუთის ხედი მახლობელ სოფელ არაიადან

5 აგვისტოს ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში ქაოსი იყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიამ დროებით შეაჩერა ფრენები ლიბანში, ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში სამხედრო ესკალაციის საფრთხის გამო.

ბევრი მგზავრი დილიდან ელოდებოდა გაფრენას. აეროპორტის წყაროებმა dpa-ს განუცხადეს, რომ უზარმაზარი რიგებია და ფრენების შეფერხება ზოგიერთ შემთხვევაში მგზავრების პანიკას იწვევს.

ბეირუთის აეროპორტი ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია ქვეყანაში.

  • ახლო აღმოსავლეთში ახალი დაძაბულობის ფონზე, აშშ-ის საელჩომ ბეირუთში 3 აგვისტოს მოუწოდა თანამოქალაქეებს, დატოვონ ლიბანი "ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთით".
  • ასეთი რეკომენდაცია მოჰყვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლამის მსგავს გაფრთხილებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ სიტუაცია "შეიძლება სწრაფად გაუარესდეს."
  • მანამდე ირანი მკაცრ შურისძიებას დაჰპირდა ისრაელს, რომელსაც ირანის ხელისუფლება ტერორისტულად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაში ადანაშაულებს. ჰანიე 31 ივლისის ღამეს მოკლეს თეირანში.
  • 5 აგვისტოს ირანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლით, მას აქვს უფლება, თავი დაიცვას და ფიქრობს, რომ ისრაელის დასჯა თავიდან აგვაცილებს არასტაბილურობას რეგიონში, მაგრამ ამავე დროს სურს, თავიდან აიცილოს მეტი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG