Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეზბოლამ ისრაელს 30 რაკეტა ესროლა, საპასუხო დარტყმა იყო ლიბანში - მედია


ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საპასუხოდ დაარტყეს ლიბანის სამხრეთ ნაწილს და გაანადგურეს ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საპასუხოდ დაარტყეს ლიბანის სამხრეთ ნაწილს და გაანადგურეს ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა.

ისრაელის თავდაცვის ძალები (ებრაულად ცახალი) აცხადებს, რომ ჰეზბოლამ 4 აგვისტოს, ღამით, 30 რაკეტა ისროლა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით. ამ ინფორმაციას, სამხედროებზე დაყრდნობით, The Times of Israel-ი ავრცელებს.

იუწყებიან, რომ რაკეტების უმრავლესობის განეიტრალება ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ - „რკინის გუმბათმა“ - შეძლო. ერთი რაკეტა ერთ-ერთ დასახლებაში ჩავარდა, ხოლო კიდევ რამდენიმე - დაუსახლებელ ტერიტორიაზე. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საპასუხოდ დაარტყეს ლიბანის სამხრეთ ნაწილს და გაანადგურეს ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა.

ახლო აღმოსავლეთში ახალი დაძაბულობის ფონზე, აშშ-ის საელჩომ ბეირუთში შაბათს მოუწოდა თანამოქალაქეებს, დატოვონ ლიბანი "ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთით". ასეთი რეკომენდაცია მოჰყვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლამის მსგავს გაფრთხილებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ სიტუაცია "შეიძლება სწრაფად გაუარესდეს".

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 31 ივლისის ღამით, თეირანში მოკლეს ტერორისტულად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე. ისრაელის მიმართ შურისძიებით იმუქრებოდა ირანი და ასევე გაჩნდა საფრთხე, რომ გააქტიურდებოდა ლიბანში დაფუძნებული დაჯგუფება ჰეზბოლა (ტერორისტულად გამოცხადებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ).

ფორუმი

XS
SM
MD
LG