ეს არის ამბავი შოვზე, კურორტზე, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა რამდენიმე წამში გაანადგურა. სტიქიამ, რომელიც რაჭის მთის კურორტს დღის სამ საათზე დაატყდა თავს, 33 ადამიანი იმსხვერპლა. დაკარგულებს კვირების განმავლობაში ეძებდნენ - ერთი მოზარდი ამ დრომდე არ უპოვიათ. ახლა ამ ადგილას ღვარცოფისგან დატოვებული და მთიდან ჩამოტანილი ტალახის, ქვების, ხეების და სხვა ნარჩენების გაქვავებული ბორცვებია. ფეხით გადაადგილდება ძალიან ჭირს. ეს ზონა კი ისევ საფრთხის შემცველ ზონად ითვლება. გამოძიება ამ დრომდე არკვევს, მოჰყვა თუ არა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობასა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. ამ დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლები ითვალისწინებს. თუმცა იურისტები თვლიან, რომ გამოძიება სხვა ორი მუხლითაც უნდა წარიმართოს - 128-ე მუხლით - განსაცდელში მიტოვება და 342-ე მუხლით - სამსახურებრივი გულგრილობა. გამოძიების ახალი დეტალები ამ დრომდე უცნობია. კურორტ შოვის აღდგენაზე დღეს არავინ ლაპარაკობს. ხოლო კითხვაზე, ისევ იქნება შოვი? პასუხი ხშირად დუმილია. რაც ზუსტად იციან, შოვში მხოლოდ ხსოვნის მემორიალი დაიდგმება.
როგორ გაქრა შოვი
ეპიზოდები
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN
-
ნოემბერი 11, 2024
როგორ იღებდა "ქართული ოცნების" კამერა კასპში უბანზე მისულ ამომრჩევლებს
-
ნოემბერი 08, 2024
როგორ დახურა ხუთწამიანმა ვიდეომ საარჩევნო უბანი
ფორუმი