Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე (მარცხნივ), ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი. თეირანი, 30 ივლისი, 2024.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე (მარცხნივ), ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი. თეირანი, 30 ივლისი, 2024.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თეირანში დაესწრო ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას, რომელიც მეჯლისში (ირანის პარლამენტში) ჩატარდა.

ღონისძიების გამართვამდე კობახიძე შეხვდა ირანის არჩეულ პრეზიდენტს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ მასუდ ფეზეშქიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საქართველოს პრემიერთან ერთად თეირანში იმყოფება პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ირანის ახალი პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებით აირჩიეს. მოქმედი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში 22 მაისს ჩავიდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG