ცნობა თავდაპირველად გაავრცელა ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ.
„დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა. ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა“, - დაწერა ნადირაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე.
ზურაბ იაშვილის დაღუპვის ფაქტი რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ჯერჯერობით ვერ გვიპასუხეს, როდის ჩამოასვენებენ საქართველოში მის ცხედარს.
რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფორუმი