გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, 1 ოქტომბრიდან გაიზრდება ჯარიმები გემების მიერ ზღვის დაბინძურებასა და ბრაკონიერობაზე.
სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გემიდან ან სხვა მცურავი საშუალებებიდან და მილსადენებიდან ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების და საწარმოო ან ტექნიკური მასალის ჩაშვება ან მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება 100 ათასი ლარით დაჯარიმდება. აქამდე ჯარიმა 65 ათასი ლარი იყო.
კანონის მიხედვით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, ელექტროშოკური მოწყობილობა "თევზჭერის ელექტროიარაღად" დაკვალიფიცირდა. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება.
ფორუმი