Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კევინ სპეისი საქართველოში იმყოფებოდა


კევინ სპეისი და ნინო ზამბახიძე. 10 ივლისი, 2024 წელი
კევინ სპეისი და ნინო ზამბახიძე. 10 ივლისი, 2024 წელი

10 ივლისს ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი კევინ სპეისი საქართველოში იმყოფებოდა. მისი თბილისში ჩამოსვლის მიზეზი უცნობია.

კევინ სპეისისთან ერთად გადაღებული ფოტო "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, მსახიობმა საქართველო უკვე დატოვა.

9 ივლისს ამერიკელი მსახიობი სომხეთის დედაქალაქში ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალს დაესწრო. პარალელურად, შენობის გარეთ აქცია გამართა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, "კოალიცია - შეაჩერე ქალთა მიმართ ძალადობა".

2023 წლის 26 ივლისს კევინ სპეისი სექსუალური ძალადობის ცხრავე საქმეში გაამართლა ბრიტანულმა სასამართლომ.

ჰოლივუდის ვარსკვლავს გამოძიება ედავებოდა ოთხი მამაკაცის მიმართ სექსუალური ძალადობის შვიდ და სექსუალური შევიწროების ორ შემთხვევას, რომლებიც 2004-2013 წლებში მოხდა. ამ დროს მსახიობი ლონდონში "Old Vic" თეატრს ხელმძღვანელობდა.

კევინ სპეისის სექსუალური შევიწროებისთვის დიდი ბრიტანეთის გარდა, სასამართლო დავა ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ნიუ-იორკის სასამართლომ ის 2022 წლის 21 ნოემბერს გაამართლა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG