Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გიორგი სიხარულიძის ფილმი ეკუმენური ჟიურის პრემიით დაჯილდოვდა


კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალი, 2024 წელი
კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალი, 2024 წელი

6 ივლისს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ქართველი რეჟისორის, გიორგი სიხარულიძის ფილმი "პანოპტიკონი" ეკუმენური ჟიურის პრემიით დაჯილდოვდა.

"პანოპტიკონი" წარმოადგენს საქართველოს, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივ სურათს, მთავარ როლებს ასრულებენ დათა ჩაჩუა, ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე და ვახტანგ კედელაძე.

ფილმში მოქმედება 2018 წლის საქართველოში ხდება. მთავარი პერსონაჟია16 წლის სანდრო, რომელიც საკუთარი იდენტობის და ფასეულობების ძიების პროცესში განსხვავებული და ზოგჯერ რადიკალური იდეოლოგიური თუ კულტურული ნორმის გავლენას გამოცდის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG