Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას 150 მილიონი დოლარის საჰაერო თავდაცვის გადამტაცს და საბრძოლო მასალას გაუგზავნის


საზენიტო-სარაკეტო დანადგარი MIM-23 Hawk
საზენიტო-სარაკეტო დანადგარი MIM-23 Hawk

შეერთებული შტატები უკრაინას 150 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის. ახალი დახმარების პაკეტი, კერძოდ, მოიცავს HAWK საჰაერო თავდაცვის გადამტაცსა და 155 მმ საარტილერიო დანადგარის საბრძოლო მასალას. Reuters-ი ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ორ წარმომადგენელზე მითითებით ავრცელებს.

წყაროების თანახმად, კიევში თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ოფიციალურად ორშაბათს გამოცხადდება.
ვაშინგტონი დადებითად უპასუხებს კიევის მოთხოვნებს საჰაერო თავდაცვის მხრივ მეტი მხარდაჭერის შესახებ, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე.

  • აშშ-მა საზენიტო გადამტაც HAWK-ის გაგზავნა უკრაინაში 2022 წელს დაიწყო, ხელის გადამტან საზენიტო-სარაკეტო სისტემა "სტინგერზე" დამატებით.
  • MIM-23 HAWK საჰაერო თავდაცვის გადამტაცის მოდელი 1950-იან წლებში შეიქმნა და მრავალი წლის განმავლობაში განიცადა მოდერნიზება სარაკეტო თავდასხმების მოგერიების მიზნით.
  • პენტაგონის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ეს სისტემა ექსპორტირებულია 10-ზე მეტ ქვეყანაში.
  • შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2022 წლიდან 50 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG