მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ მიიჩნია, რომ 2024 წლის 9 ივნისს მომხდარ ინციდენტში მარიამ წიწიკაშვილი სამართალდამრღვევი იყო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), მას ჯარიმა დააკისრა.
საქმის განხილვის დროს, მარიამ წიწიკაშვილის ადვოკატი სასამართლოს შეახსენებდა თმენის ვალდებულებას, რომელიც პოლიტიკოსებს აქვთ მათდამი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებთან.
წიწიკაშვილი 9 ივნისს პოლიციამ დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქმეზე დაკითხული პოლიციელებიდან არცერთი არ ყოფილა დაკავების ოქმის შემდგენი - ის, ვინც მარიამის დაკავება აეროპორტში ოფიციალურად გააფორმა.
საქართველოს მმართველმა გუნდმა 2024 წელს მეორედ შეიტანა პარლამენტში წინა წელს ჩაგდებული „აგენტების კანონი“ - სახელის მხოლოდ მცირედი ცვლილებით და იდენტური შინაარსით - და სამი მოსმენით მიიღო.
ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოც და, პროცედურის კვალდაკვალ, სამ ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“.
ფორუმი