Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფასგან 12.25 მილიონ ევროს მიიღებს


26 ივნისი, 2024 წელი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩის წინ.
26 ივნისი, 2024 წელი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩის წინ.

პორტუგალიის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა. ის, როგორც კონკრეტული მატჩის მოგებისთვის, ასევე, მერვედფინალში გასვლისთვის უეფასგან ბონუსს მიიღებს. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებმა 12.25 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც თითქმის 37 მილიონი ლარია.

საქართველოს ნაკრებისთვის განკუთვნილი 12.25 მილიონი ევროდან 9.25 მილიონი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის თანხაა, 500 000 - ჩეხეთთან ფრის, 1 მილიონი - პორტუგალიასთან მოგების და 1.5 მილიონი - მერვედფინალში გასვლის.

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცა საპრიზო სისტემა, რომელიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე გუნდებს ეხებათ. საპრიზო ფონდი ჯამში 331 მილიონ ევროს შეადგენს. თითოეული ეტაპის დაძლევისთვის გუნდებისთვის გამოყოფილ თანხას, მატჩის ბონუსიც ემატება.

თანხა ასე განაწილდება:

  • 9.25 მილიონი ევრო - მონაწილეობისთვის;
  • მატჩის ბონუსი: 1 მილიონი ევრო - მოგება; 500 000 ევრო - ფრე;
  • 1.5 მილიონი ევრო - მერვედფინალში გასვლისთვის;
  • 2.5 მილიონი ევრო - მეოთხედფინალში გასვლისთვის;
  • 4 მილიონი ევრო - ნახევარფინალისთვის;
  • 5 მილიონი ევრო - მეორეადგილოსანი;
  • 8 მილიონი ევრო - ჩემპიონი.

მაქსიმალური თანხა, რაც ჩემპიონმა შეიძლება, გამოიმუშაოს თუკი ის ჯგუფურ ეტაპზეც სამივე მატჩს მოიგებს, 28.25 მილიონი ევროა.

30 ივნისს მერვედფინალში საქართველოს ნაკრები კიოლნში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG