"აშშ-მ გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს ნატოს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად", - თქვა მან და დაამატა, რომ "ძალიან აწუხებთ" მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერების "ძალიან მცირე რაოდენობის გადაწყვეტილებები და რიტორიკა".
ო'ბრაიენი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის 85%-ს სურს ევროკავშირსა და ნატოში შემდგომი ინტეგრაცია.
"როგორც საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ისინი მოელიან, რომ მათი ბოლო ქმედებები ამას საფრთხეს არ შეუქმნის. ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით. დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა [ჟოზეპ ბორელმა] ძალიან ნათლად თქვა: ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვზე დაფუძნებული "უცხოური გავლენის აგენტების კანონი", ახალი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის გადაწყვეტილება - ეს ყველაფერი შეუთავსებელია აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან.
მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს და ჩვენ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ", - თქვა მან, შემდეგ კი საქართველოსა და პარტნიორების ურთიერთობა საფეხბურთო კლუბის წესებს შეადარა და განმარტა, რა ხდება, როდესაც ერთ წევრს კლუბში გაწევრიანება სურს.
"ეს ძალიან მარტივია. ახლა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველო ამბობს, რომ სურს ჩვენს საფეხბურთო ლიგაში ითამაშოს, ამასთან, გვეუბნება, რომ სურთ თავის მხარეს 15 მოთამაშე ჰყავდეს. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არა, უნდა გყავდეთ იმდენი მოთამაშე, რამდენიც სხვებს ჰყავთ. თქვენ აკეთებთ იმას, რაც გსურთ ან აკეთებთ იმას, რასაც ყველა აკეთებს. ეს კლუბის წესია. ეს არ ეხება საქართველოს სუვერენიტეტს. საქართველოს აქვს სუვერენული უფლება, გადაწყვიტოს შეუერთდეს კლუბს და ჩვენ უბრალოდ განვმარტავთ, რას ნიშნავს ეს", - ამბობს ო'ბრაიენი და აღნიშნავს იმასაც, რომ ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქტიურად განიხილავენ როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ლიდერები.
2024 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.
კანონს ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა.
პროტესტი გრძელდება.
კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.
ფორუმი