Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„20 ივნისს უფრო ცოტა ადამიანს ჰქონდა გააზრებული, რამდენად „რუსეთუმე“ მთავრობა გვყავდა“ - მაკო გომური


მაკო გომური პირველი იყო ახალგაზრდა დემონსტრანტებს შორის, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისს, აქციაზე თვალის დაკარგვის შემდეგ ხმამაღლა და დაუღალავად მოითხოვდა სახელმწიფოსგან აეღო პასუხისმგებლობა ჩადენილ დანაშაულზე.

“გავრილოვის ღამიდან” წლების შემდეგ, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე საზოგადოებამ უკვე აშკარად დაინახა იმ თაობის შეუპოვარი ბრძოლა, რომელსაც მაკო წარმოადგენს.

20 ივნისიდან 5 წლის შემდეგ რადიო თავისუფლებასთან მაკო ძველ და ახალ პროტესტებზე საუბრობს, ჰყვება ემოციური ტურბულენტობის წლებზე და იმ გრძელ და მტკივნეულ გზაზე, რასაც ტრავმებთან ერთად ცხოვრების სწავლასა და საკუთარი შეცვლილი თავის მიღებასთან მიჰყავს. მაკო ამბობს, რომ დღეს მისთვის საინტერესო აღარ არის იმ კონკრეტული ადამიანის პოვნა, ვის ნასროლ რეზინის ტყვიასაც ემსხვერპლა მისი თვალი - ახლა მას სისტემური ცვლილებები სჭირდება და იმედი აქვს, რომ ხელისუფლება, რომელიც ბოლო თვეებში უჩვეულო სისასტიკით უსწორდებოდა პროტესტის მონაწილეებს, ბოლო თვეებს ითვლის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG