სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები აცხადებენ, რომ უერთგულებენ გასულ თვეში ხელმოწერილ, მონუმენტური მნიშვნელობის შეთანხმებას საზღვრის დემარკაციაზე, რომელმაც უნდა დაასრულოს ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებული მტრული უერთიერთობა ამ მღელვარე რეგიონში - ამბობს აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი ერევანში ვიზიტისას.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ფორმირების პროცესში სასომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო აწარმოებდნენ ომებს, რასაც 30 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
აზერბაიჯანმა შარშან, სწრაფი სამხედრო კამპანიით აღიდგინა კონტროლი მთიან ყარაბაღზე, მაგრამ ქვეყნებს შორის საზღვრის დიდი ნაწილი კვლავ კამათის საგნად რჩებოდა, ორივე მხარეს დაკავებული ჰქონდა სოფლები, რომლებიც უწინ მეორე მხარეს ეკუთვნოდა.
"ვფიქრობ, ორივე მხარე ამბობს, რომ უერთგულებს მშვიდობას. ეს მონუმენტური მნიშვნელობის შეთანხმებაა" - უთხრა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯეიმს ო'ბრაიენმა რადიო თავისუფლებას 11 ივნისს, სომხეთში ვიზიტისას.
ო'ბრაიენს მხედველობაში აქვს ერევანსა და ბაქოს შორის 15 მაისს მიღწეული შეთანხმება.
ფორუმი