საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა. როგორ აისახება ვაჭრობის შედეგები ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, 11 ივნისის საღამოს 17:00 საათისთვის გაირკვევა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით დღეს 1 აშშ დოლარი 2.8490 ლარი ღირს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით "ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება". ეროვნული ბანკის თანახმად "იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის"
ლარის ოფიციალური კურსი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით დგინდება.
"აგენტების კანონის" მიღების შემდეგ ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეროვნულ ბანკს ორჯერ 60 მლნ დოლარის ერთხელ კი 48.7 მლნ დოლარის გაყიდვა მოუხდა.
ფორუმი