რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 11 ივნისს დილით გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის მთებში კატასტროფა განიცადა თვთმფრინავმა სუ-34-მა და მისი ეკიპაჟი დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელსაც რუსული სააგენტოები ავრცელებენ, საჰაერო-კოსმოსური ძალების ბომბდამშენი დაუსახლებელ რაიონში, საწვრთნელი ფრენისას ჩამოვარდა.
წინასწარ მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებენ.
2023 წლის სექტემბერში რუსეთის არმიის სუ-34 ჩამოვარდა ვორონეჟის ოლქში. თავდაცვის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს. კატასტროფის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა.
2022 წლის ოქტომბერში, სუ-34 ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკის საცხოვრებელ რაიონში. დაიღუპა 14 ადამიანი.
ფორუმი