Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სტოლტენბერგი: უკრაინის მხარდაჭერა ხანგრძლივი პროცესი იქნება ნატოსთვის

სტოლტენბერგი: უკრაინის მხარდაჭერა ხანგრძლივი პროცესი იქნება ნატოსთვის


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი. პრაღა, 2024 წლის 30 მაისი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი. პრაღა, 2024 წლის 30 მაისი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 31 მაისს თქვა, რომ სამხედრო ალიანსმა უნდა გააფართოოს თავისი როლი რუსეთის ძალებთან მებრძოლი უკრაინის დახმარების საქმეში და მოსკოვს მკაფიოდ აჩვენოს, რომ კიევის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ იქნება ამის საჭიროება.

"საჭიროა მოსკოვს ესმოდეს, რომ ჩვენ მზად ვართ ხანგრძლივი პროცესისთვის უკრაინის მხარდასაჭერად", - უთხრა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს პრაღაში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მეორე დღეს.

პრაღაში მიმდინარე შეხვედრაზე - რომელშიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც მონაწილეობს - განიხილავენ უკრაინის დახმარების პაკეტს, რომელსაც ივლისში ვაშინგტონის ნატოს სამიტზე წარმოადგენენ.

მინისტრების შეხვედრაზე მოლაპარაკების საგანია სტოლტენბერგის მიერ აპრილში წარმოდგენილი გეგმა ჩარჩოზე, რომლითაც უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო საჭიროებებისთვის დახმარების მიწოდება აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი არაფორმალური ჯგუფიდან ალიანსის ოფიციალურ სტრუქტურებს უნდა გადაეცეს.

ამ ეტაპზე ნატო კიევს ოფიციალურად არ სთავაზობს მომაკვდინებელი სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას. ნატოს წევრი ქვეყნები ინდივიდუალურად გზავნიან დახმარებას უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის გავლით, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედებს და რომელსაც არაოფიციალურად რამშტაინის ჯგუფის სახელითაც იცნობენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG