Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარეკლამო სააგენტო "ლიმონში" პოლიციაა შესული


ფოტოკოლაჟი: პოლიციელები სააგენტო "ლიმონში"
ფოტოკოლაჟი: პოლიციელები სააგენტო "ლიმონში"

სარეკლამო სააგენტო "ლიმონში" პოლიციაა შესული. ადგილზე მყოფი სამართალდამცველები მედიასთან განმარტებებს არ აკეთებენ.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში "ლიმონის" ერთ-ერთი თანამშრომელი ბექა გოგიძე-გაბუნია ამბობს, რომ მხოლოდ ის უთხრეს, რომ განჩინების საფუძველზე იმყოფებიან.

„არა სასამართლოს, ეჭვის საფუძველზეო, რომელსაც ხვალ მიებმება სასამართლო [განჩინებაო]“, - ამბობს ბექა გოგიძე-გაბუნია, რომლის სიტყვებითაც, მათთვის უცნობია კომპანიის დამფუძნებლის, გიორგი ოკმელაშვილის ადგილსამყოფელი.

რადიო თავისუფლებამ მასთან ტელეფონით დაკავშირება ვერ შეძლო.

არსებული ინფორმაციით, ჩხრეკისას, ერთის გარდა, ყველა თანამშრომელს დაატოვებინეს ტერიტორია.

სარეკლამო კომპანიის გადასაღებ პავილიონში სამართალდამცველების შესვლისას გადაღება მიმდინარეობდა ბავშვების მონაწილეობით.

რადიო თავისუფლება დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

განახლება:

ახალ ამბავში შევიდა შესწორება - ფეისბუკის მომხმარებელმა წაშალა თავისი პოსტი, რომელიც შეიცავდა რამდენიმე კრეატიულ სააგენტოში საგადასახადო სამსახურის შესვლის შესახებ ცნობას. უკვე მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლების ახალი ამბავი გამოქვეყნდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გვითხრეს, რომ არავითარ საგამოძიებო ღონისძიებას არ ატარებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG