Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა


საქართველოს ეროვნული ვალუტა - საილუსტრაციო ფოტო
საქართველოს ეროვნული ვალუტა - საილუსტრაციო ფოტო

ლარი დოლართან მიმართებით 4,57 თეთრით, ევროსთან კი 5,7 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2,73 ლარი გახდა, ერთი ევროს ღირებულება კი 2,96 თეთრია. ლარი 7,30 თეთრით გაუფასურდა გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4 ლარი გახდა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი 40-ზე მეტი ვალუტის მიმართ არის გაუფასურებული.

დღეს დადგენილი კურსი 16 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. ლარის ოფიციალური კურსი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით დგინდება.

ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობა Bloomberg-ის საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში მიმდინარეობს. დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება ლარის საშუალო შეწონილი კურსი დოლარის მიმართ, რომელიც ცხადდება ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის.

“აგენტების კანონის” მიღების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასიც დაეცა.

ლარის კურსის ვარდნა და ქართული კომპანიების აქციების ფასის შემცირება დაიწყო საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ "აგენტების კანონის" მიღებიდან მეორე დღეს.

14 მაისს, „აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის კანონზე, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ მესამე მოსმენით მაინც მიიღო "აგენტების კანონი". პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პირობა აქვს დადებული, რომ კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა პარლამენტს უბრალო უმრავლესობით შეუძლია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG