Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ კიდევ 17 ადამიანი დააკავა - 14 მაისის ღამეს გმირთა მოედანზე და 15 მაისის გამთენიისას პარლამენტთან


"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეებმა 14 მაისის საღამოს გმირთა მოედანი კიდევ ერთხელ გადაკეტეს.
"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეებმა 14 მაისის საღამოს გმირთა მოედანი კიდევ ერთხელ გადაკეტეს.

14 მაისს, დღის მეორე ნახევარში, გმირთა მოედანზე და 15 მაისის გამთენიისას პარლამენტის მიმდებარედ, პოლიციამ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების კიდევ 17 მონაწილე დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის. დაკავებულებიდან ათი პირი უკვე გათავისუფლდა ხელწერილის საფუძველზე.

სულ, "აგენტების კანონის" პარლამენტში განხილვიდან მისი მესამედ მოსმენით მიღებამდე, ამ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციამ 180-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

დაკავებულთა ნაწილი პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, არასათანადო მოპყრობაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს - ამ საქმეებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, თუმცა ძალადობაზე პასუხისმგებელი არცერთი პირი არ არის ჯერ გამოვლენილი.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში განსახილველად. კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი 17 აპრილს დაუჭირეს, 14 მაისს კი საბოლოოდ მიიღეს. კანონს ძალაში შესვლისთვის პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება - ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ კანონზე ვეტოს დადებას აპირებს. "ქართულ ოცნებას" ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს.

პროტესტი "აგენტების კანონის" წინააღმდეგ მისი მიღების შემდეგაც გრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG