Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სია: 84 დეპუტატი, რომლებმაც „აგენტების კანონს“ მესამე, საბოლოო მოსმენით, მხარი დაუჭირეს


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

ე.წ. აგენტების კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრას კვლავ არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მან ქირურგიული ოპერაციის გამო ვერც მეორე მოსმენით კენჭისყრაში ვერ მიიღო მონაწილეობა. პირველი მოსმენით კი მან კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

პირველი და მეორე მოსმენით „აგენტების კანონი“ 83 ხმით მიიღეს. მესამე მოსმენის კენჭისყრაზე კანონპროექტის 84-ე მხარდამჭერი იყო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც მეორე მოსმენით გამართულ კენჭისყრას აშშ-ში მივლინების გამო არ ესწრებოდა.

კანონპროექტის (მესამე მოსმენით) მხარდამჭერი 84 დეპუტატის სიაში, 82 - საპარლამენტო უმრავლესობას („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) წარმოადგენს, ორი მომხრე, ფრიდონ ინჯია და ავთანდილ ენუქიძე კი „ევროპელი სოციალისტებიდან“ არიან.

  1. ზაზა ლომინაძე;
  2. დავით მათიკაშვილი;
  3. ​სამველ მანუკიანი;
  4. ლევან მაჭავარიანი;
  5. ლევან მგალობლიშვილი;
  6. ირაკლი მეზურნიშვილი;
  7. გოგი მეშველიანი;
  8. ირაკლი მეძმარიაშვილი;
  9. სავალან მირზოევი;
  10. გივი მიქანაძე;
  11. იმედა ნიკურაძე;
  12. ანტონ ობოლაშვილი;
  13. ბექა ოდიშარია;
  14. ანრი ოხანაშვილი;
  15. შალვა პაპუაშვილი;
  16. გელა სამხარაული;
  17. ნიკოლოზ სამხარაძე;
  18. ვიქტორ სანიკიძე;
  19. დავით სონღულაშვილი;
  20. გიორგი სოსიაშვილი;
  21. ალექსანდრე ტაბატაძე;
  22. ნოდარ ტურძელაძე;
  23. ირაკლი ქადაგიშვილი;
  24. ლევან ქარუმიძე;
  25. მერაბ ქვარაია;
  26. სალომე ქურასბედიანი;
  27. ალუდა ღუდუშაური;
  28. თენგიზ შარმანაშვილი;
  29. ირაკლი შატაკიშვილი;
  30. გიორგი ჩაკვეტაძე;
  31. გოდერძი ჩანქსელიანი;
  32. ქეთევან ჩარკვიანი;
  33. ვასილ ჩიგოგიძე;
  34. გიორგი ცაგარეიშვილი;
  35. ბეჟან წაქაძე;
  36. ნინო წილოსანი;
  37. ხატია წილოსანი;
  38. გრეტა წიწავა;
  39. შოთა ხაბარელი;
  40. გიორგი ხახუბია;
  41. სალომე ჯინჯოლავა;
  42. გიორგი ბარვენაშვილი;
  43. გია ბენაშვილი;
  44. რიმა ბერაძე;
  45. მაია ბითაძე;
  46. ანზორ ბოლქვაძე;
  47. ელისო ბოლქვაძე;
  48. მაკა ბოჭორიშვილი;
  49. ელგუჯა გოცირიძე;
  50. ბექა დავითულიანი;
  51. ალექსანდრე დალაქიშვილი;
  52. ზაურ დარგალი;
  53. ისკო დასენი;
  54. ზაალ დუგლაძე;
  55. გოჩა ენუქიძე;
  56. გია ვოლსკი;
  57. ირმა ზავრადაშვილი;
  58. ირაკლი ზარქუა;
  59. არჩილ თალაკვაძე;
  60. ედიშერ თოლორაია;
  61. რატი იონათამიშვილი;
  62. ლადო კახაძე;
  63. გიორგი კახიანი;
  64. კახა კახიშვილი;
  65. პაატა კვიჟინაძე;
  66. ბაია კვიციანი;
  67. ირაკლი კირცხალია;
  68. სუმბატ კიურეღიანი;
  69. ლევან კობიაშვილი;
  70. რესან კონცელიძე;
  71. მარიამ ლაშხი;
  72. დიმიტრი სამხარაძე.
  73. დავით კაჭარავა;
  74. გურამ მაჭარაშვილი;
  75. სოზარ სუბარი;
  76. ეკა სეფაშვილი;
  77. ვიქტორ ჯაფარიძე;
  78. ირაკლი (დაჩი) ბერაია;
  79. ზაალ მიქელაძე;
  80. დიმიტრი ხუნდაძე;
  81. მიხეილ ყაველაშვილი;
  82. გივი ჭიჭინაძე;
  83. ავთანდილ ენუქიძე („ევროპელი სოციალისტები“);
  84. ფრიდონ ინჯია („ევროპელი სოციალისტები“).

პარლამენტი სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტს ხელმოსაწერად ათი დღის ვადაში გაუგზავნის. პრეზიდენტს ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს.

კონსტიტუციით დადგენილი არ არის, რამდენ ხანში უნდა განიხილოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.

პარალელურად პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG