Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე, საბოლოო მოსმენით, მიიღო


ანრი ოხანაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

ე.წ. „აგენტების კანონი“ პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით, მიიღო. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, 30 - წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა რამდენიმე წამს გაგრძელდა, რის შემდეგაც ის კენჭისყრაზე დააყენეს.

დღეს პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს. სხდომა დასრულდა.

პარალელურად პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“.

პარლამენტი სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტს ხელმოსაწერად ათი დღის ვადაში გაუგზავნის. პრეზიდენტს ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს.

კონსტიტუციით დადგენილი არ არის, რამდენ ხანში უნდა განიხილოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG