Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ნავალნის გუნდის ყოფილი ლიდერი პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვს

ნავალნის გუნდის ყოფილი ლიდერი პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვს


ლილია ჩანიშევა
ლილია ჩანიშევა

აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის უფის გუნდის ყოფილი ლიდერი ლილია ჩანიშევა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეწყალების თხოვნით მიმართავს. მას ექსტრემიზმის ბრალდებით ცხრა-ნახევარი წლით აქვს მისჯილი პატიმრობა.

წყაროებმა რადიო თავისუფლებას აჩვენეს პუტინის სახელზე დაწერილი წერილი, რომელშიც 42 წლის ჩანიშევა ამბობს, რომ უკვე მოიხადა პატიმრობის სამ-ნახევარი წელი და სრულად გადაიხადა 400 000 რუბლის ($ 4330) ოდენობის ჯარიმა, რომელიც მას სასამართლომ დააკისრა მშობლიურ ბაშკირეთში. 19 აპრილით დათარიღებულ წერილს ჩანიშევა ამთავრებს პრეზიდენტის მიმართ თხოვნით, გაათავისუფლოს.

ჩანიშევას მიერ პუტინისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ ცნობა პირველად 13 მაისს გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო მედიაკომპანია RT-მ და განაცხადა, რომ აქტივისტის მშობლები ასევე აპირებენ პუტინს მიმართონ თავიანთი ქალიშვილის შეწყალების თხოვნით.

ჩანიშევას თავიდან, 2023 წლის ივლისში, შვიდ-ნახევარი წლით მიესაჯა პატიმრობა - ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული თემის დაარსებაში, ექსტრემიზმის წახალისებასა და მოქალაქეთა უფლებების დამრღვევი ორგანიზაციის დაარსებაში.

გასულ თვეში ბაშკირეთის უზენაესმა სასამართლომ ჩანიშევას ორი წლით გაუხანგრძლივა პატიმრობის ვადა - მას მერე, რაც პროკურორებმა მისთვის ექსტრემიზმისთვის გამოტანილი განაჩენი მეტისმეტად ლმობიერად მიიჩნიეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG