Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ერევანში ფაშინიანის საწინააღმდეგო დემონსტრაციას სტუდენტები შეუერთდნენ

ერევანში ფაშინიანის საწინააღმდეგო დემონსტრაციას სტუდენტები შეუერთდნენ


ერევანში მასობრივი დემონსტრაციებია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. 2024 წლის 10 მაისი
ერევანში მასობრივი დემონსტრაციებია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. 2024 წლის 10 მაისი

ერევანში სტუდენტები შეუერთდნენ დემონსტრაციებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით იმართება და რომელთა ლიდერია სომეხი არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. დემონსტრანტები ბლოკავენ ერევნის ქუჩებს და აპროტესტებენ ტერიტორიის შესახებ სომხეთის მთავრობის შეთანხმებას აზერბაიჯანთან.

10 მაისს, ერთ დღეში მას მერე, რაც ერევნის ცენტრალურ მოედანზე ათიათასობით მოქალაქე შეიკრიბა, გალსტანიანმა - რომელიც სომხეთის ეკლესიის ტავუშის ეპარქიას ხელმძღვანელობს - უნივერსიტეტების სტუდენტებს ფაშინიანზე ზეწოლისკენ მოუწოდა, რათა იგი თანამდებობიდან გადადგეს.

"ჩვენ ვესაუბრეთ პარლამენტის წევრებს. ისინი მზად არიან, გააგრძელონ ეს პროცესი, ის იურიდიულად დაასრულონ და შემდეგ საჭირო იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პოვნა და, სავარაუდოდ, სახელი გამოცხადდება", - თქვა გალსტანიანმა.

დემონსტრაციების ერევანში გამართვამდე, გალსტანიანი ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთის ტავუშის რეგიონში მდებარე სასაზღვრო სოფლიდან ერევნისკენ დაძრულ საპროტესტო მსვლელობას.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას - ამ დოკუმენტით იკარგება კონტროლი ოთხ სოფელზე, რომლებიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის ნაწილად ითვლებოდა, თუმცა 1990-იანი წლებიდან სომხეთი აკონტროლებდა.

სასაზღვრო შეთანხმებას მიესალმნენ აშშ და ევროკავშირი, ასევე - ფაშინიანი, რომელსაც ოპოზიცია ტერიტორიის ყოველგვარი გარანტიების გარეშე დათმობაში სდებს ბრალს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG