Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს საზღვრიდან ერევნისკენ


არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და მისი მომხრეები ერევნისკენ დაიძრნენ, სასაზღვრო ცვლილებების საწინააღმდეგო მსვლელობით, 2024 წლის 5 მაისი
არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და მისი მომხრეები ერევნისკენ დაიძრნენ, სასაზღვრო ცვლილებების საწინააღმდეგო მსვლელობით, 2024 წლის 5 მაისი

სომხეთში კრიტიკული გამოსვლებით ცნობილმა არქიეპისკოპოსმა და მისმა მომხრეებმა ერევნისკენ მსვლელობა დაიწყეს ჩრდილოეთის ტავუშის რეგიონში მდებარე სასაზღვრო სოფლიდან, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეპიცენტრია საპროტესტო აქციებისა სომხეთის მთავრობის მხრიდან აზერბაიჯანისთვის დათმობილი ტერიტორიების გამო. დემონსტრანტები დედაქალაქში ჩასვლას 9 მაისისთვის გეგმავენ.

არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი - რომელიც დემონსტრანტთა ლიდერად გამოიკვეთა - და სხვა მონაწილეები აცხადებენ, რომ კამპანია დედაქალაქის ქუჩებში გადააქვთ, საიმისოდ, რომ შეეცადონ გააჩერონ აზერბაიჯანისთვის იმ არეალების გადაცემა, რომლებიც ესაზღვრება სოფელ კირანცს და ახლოს მცხოვრებ ტავუშელ თემებს.

ბევრი ადგილობრივი მცხოვრები გაბრაზებულია მთავრობის გეგმების გამო და ამის მიზეზად უსაფრთხოების ფაქტორებს ასახელებს. "მოძრაობამ 'ტავუში სამშობლოსთვის' გადაწყვიტა, რომ ხალხი უბრალოდ ერევანში უნდა ჩავიდეს... და მოითხოვოს ამ პროცესის შეჩერება აქ და სხვაგან" - განაცხადა გალსტანიანმა კირანცში, სანამ 160-მეტრის სიგრძის გზას შეუდგებოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG