Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუბლიკა“ იუწყება, რომ მის ჟურნალისტს პოლიციელმა დაარტყა


ინტერნეტგამოცემა „პუბლიკის“ ცნობით, მის ჟურნალისტს სცემეს.
ინტერნეტგამოცემა „პუბლიკის“ ცნობით, მის ჟურნალისტს სცემეს.

ინტერნეტგამოცემა „პუბლიკა“ იუწყება, რომ წუხელ, 2 მაისს, პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სამართალდამცავმა გამოცემის ჟურნალისტს სცემა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალა.

ვიდეოში ისმის, რომ რეპორტიორი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, შსს-ს თანამშრომლებს ეუბნება: „ჟურნალისტი ვარ“.

ამის მიუხედავად, ერთ-ერთი პოლიციელი მეორეს მოუწოდებს: „მოკიდე ხელი“.

ამავე გამოცემის კიდევ ორ რეპორტიორს წინა ღამით, 30 აპრილისა და 1 მაისის მიჯნაზეც შეუშალეს ხელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

ჟურნალისტებს, ლიკა ზაკაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს სპეცრაზმმა შეუშალა ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის, „მედიაომბუდსმენის“ 1 მაისის ინფორმაციით, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ოთხ დღეში სპეცრაზმელების სამიზნედ ათი ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა.

პირველი მაისით დათარიღებული განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი გმობს ძალადობას საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების და, მათ შორის, ჟურნალისტების მიმართ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG