Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა ოდესაზე რუსეთის მორიგ სარაკეტო შეტევას


რუსეთის ჯარებმა აპრილის განმავლობაში ოდესაზე რაკეტებით და დრონებით არაერთი შეტევა მიიტანეს.
რუსეთის ჯარებმა აპრილის განმავლობაში ოდესაზე რაკეტებით და დრონებით არაერთი შეტევა მიიტანეს.

წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაღუპა და სამი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ქალაქის მერის, გენადი ტრუხანოვის ცნობით, დაზიანებულია სახლები.

ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა იყო 29 აპრილსაც. დაიღუპა ხუთი და დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. 30 აპრილი ოდესის ოლქში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG