Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიზარდა ოდესაზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი - 30 აპრილი გლოვის დღეა


ოდესაზე 29 აპრილს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად ხანძარი გაუჩნდა იურიდიული აკადემიის შენობას, რომელსაც ოდესელები „ჰარი პოტერის ციხე-სიმაგრეს“ უწოდებენ.
ოდესაზე 29 აპრილს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად ხანძარი გაუჩნდა იურიდიული აკადემიის შენობას, რომელსაც ოდესელები „ჰარი პოტერის ციხე-სიმაგრეს“ უწოდებენ.

ხუთამდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში გარდაიცვალა მძიმედ დაჭრილი მამაკაცი. ამის შესახებ დღეს, 30 აპრილს, განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა. მისი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 23 დაშავებული, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

30 აპრილი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

რუსეთის არმიამ ოდესაზე სარაკეტო იერიში 29 აპრილს მიიტანა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქის სანაპიროზე, ხალხმრავალ ადგილას.

ხანძარი გაუჩნდა ეროვნული უნივერსიტეტის, „იურიდიული აკადემიის" შენობას, რომელსაც ოდესელები „ჰარი პოტერის ციხე-სიმაგრეს“ უწოდებენ.

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 29 აპრილს დამწვარ შენობას ოდესელები „კივალოვის სახლსაც“ უწოდებენ.
რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 29 აპრილს დამწვარ შენობას ოდესელები „კივალოვის სახლსაც“ უწოდებენ.

ოდესის სანაპიროზე მდებარე ამ შენობას „კივალოვის სასახლესაც“ უწოდებენ. შენობის ერთ ნაწილში ოჯახთან ერთად ცხოვრობს უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი სერგეი კივალოვი, რომელიც ამჟამად „ოდესის იურიდიული აკადემიის“ პრეზიდენტია. უკრაინული მედიის ცნობით, 29 აპრილს რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაჭრილთა შორის კივალოვიცაა.

სერგეი კივალოვი უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა 2004 წელს, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს. მას ადანაშაულებდნენ პრეზიდენტობის პრორუსი კანდიდატის, ვიქტორ იანუკოვიჩის სასარგებლოდ შედეგების გაყალბებაში.

2012 წელს კივალოვი იყო თანაავტორი უკრაინის პარლამენტში წარდგენილი სკანდალური კანონპროექტის, რომელიც რუსული ენის სტატუსის დაცვასაც ეხებოდა.

XS
SM
MD
LG