Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ვეტო დაადო გაეროში პალესტინის სახელმწიფოს წევრობის შესახებ რეზოლუციას

გაეროს უშიშროების საბჭო ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობს. 25 მარტი, 2024 წელი. აშშ-ის ვეტოს გამო, საბჭომ 18 აპრილს ვერ მიიღო რეზოლუცია გაეროში პალესტინის სახელმწიფოს სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ.

აშშ-ის ვეტოს გამო, გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია გაეროში პალესტინის სახელმწიფოს სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ.

უშიშროების საბჭოს 15 მუდმივი და დროებითი წევრიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 12-მა სახელმწიფომ. თავი შეიკავეს შვეიცარიამ და ბრიტანეთმა.

რეზოლუციის პროექტი გაეროს გენერალურ ასამბლეას რეკომენდაციას აძლევდა, ეღიარებინა პალესტინის სახელმწიფო გაეროს 194-ე წევრად. ამისთვის საჭირო იყო უშიშროების საბჭოს თანხმობა.

გაეროს 139 წევრი ქვეყანა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.

აშშ-ის პოზიციით, პალესტინის სახელმწიფოს გაეროში წევრობა შეიძლება მოჰყვეს ორი სახელმწიფოს შესახებ ისრაელთან შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG