აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას უბიძგებს ტერიტორიის დათმობისკენ - საკითხში გათვითცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს გამოცემა Washington Post-ი.
ტრამპი, რომელიც აცხადებს, რომ მიმდინარე ომს 24 საათში დაასრულებდა, უკრაინას მოუწოდებს, დათმოს ყირიმი და დონბასის ნაწილები - წერს გაზეთი.
ტრამპს წარსულში გამოთქმული აქვს სიმპათია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ, რომელმაც 2022 წელს უკრაინაში პროვოცირების გარეშე დაიწყო ომი.
რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის თქმით, მან ტრამპი გააფრთხილა პუტინისთვის ტერიტორიის გადაცემის წინააღმდეგ, რადგან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა საფასური უნდა გადაიხადოს.