Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დანიშნა


ირაკლი ბერაია, დაზვერვის სამსახურის ახალი უფროსი
ირაკლი ბერაია, დაზვერვის სამსახურის ახალი უფროსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დანიშნა. ბრძანებას ხელი პრემიერმა დღეს, 5 აპრილს, მოაწერა და უკვე გამოქვეყნებულია მთავრობის ადმინისტრაციის ვებსაიტზე.

ირაკლი ბერაია საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. პარლამენტში ის მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სახელით მოხვდა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ირაკლი ბერაიას დეპუტატის უფლებამოსილება პირველივე პლენარულ სხდომაზე შეუწყდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 აპრილს გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამდებობიდან გათავისუფლდა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე. ამ თანამდებობას იგი 2021 წლის 23 აპრილიდან იკავებდა.

ირაკლი ბერაიამ 2023 წლის 31 ოქტომბერს დამამცირებელ კონტექსტში ილაპარაკა და შეურაცხყოფა მიაყენა ოპოზიციონერ ქალს, დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელიც თავდაცვის კომიტეტში მისი მოადგილეა. ამის გამო ოპოზიციონერმა ქალებმა მისი ამ თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს, თუმცა უმრავლესობა ამას არ დათანხმდა.

XS
SM
MD
LG