Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადიგენში მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად მართლმადიდებლები შეიკრიბნენ


ადიგენი: მუსლიმი თემის ლოცვის გასაპროტესტებლად მართლმადიდებლები შეიკრიბნენ.
ადიგენი: მუსლიმი თემის ლოცვის გასაპროტესტებლად მართლმადიდებლები შეიკრიბნენ.

მართლმადიდებელთა ნაწილი, სასულიერო პირებთან ერთად, დღეს, 5 აპრილს, დილიდან კიდევ ერთხელ შეიკრიბა ადიგენში, წერეთლის ქუჩაზე, იმ სახლთან, სადაც მუსლიმი თემი ლოცულობს. ორსართულიანი შენობა მუსლიმი თემის ერთ-ერთ წევრის, მერაბ მიქელაძის საკუთრებაა. იმის მიუხედავად, რომ მუსლიმები კერო სივრცეში აღავლენენ ლოცვას, გარეთ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ეს „სახლი მეჩეთად არ შეიძლება იქცეს“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისთვის კანონით დადგენილ წესებს.

ადიგენში მუსლიმთა ლოცვა გააპროტესტეს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:06 0:00

დღეს პარასკევია და შესაბამისად, მუსლიმები ტრადიციულ ლოცვას აღავლენენ. მართლმადიდებლები შენობასთან იმ მიზეზით შეიკრიბნენ, რომ, მათი თქმით, მუსლიმებმა არ შეასრულეს დაპირება, რომ სახლს „მეჩეთად არ გადააქცევდნენ“.

ამ სახლის დათმობის სანაცვლოდ, რელიგიის სააგენტო მუსლიმ თემს ადიგენიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ იჯარეთში, მეჩეთის ასაშენებლად ან შენობის შესაძენად 50 ათას ლარამდე თანხას სთავაზობს. მერაბ მიქელაძე კი ამბობს, რომ მეჩეთის აშენების შემთხვევაში ის მუსლიმთა მუფთს გადაეცემა, მისი საკუთრება აღარ იქნება და ვერ ხვდება, რატომ უნდა დათმოს კუთვნილი ქონება.

მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად დაბა ადიგენში 8 მარტსაც შეიკრიბნენ. მაშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით", სახლთან მაშინაც მობილიზებული იყო პოლიცია.

XS
SM
MD
LG