Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი ხუთი წლის მანძილზე პირველად ეწვევა აშშ-ს


თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ვილნიუსში, ნატოს სამიტზე. 11 ივლისი, 2023 წელი. 9 მაისს ერდოანი ვაშინგტონში ჩადის.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ვილნიუსში, ნატოს სამიტზე. 11 ივლისი, 2023 წელი. 9 მაისს ერდოანი ვაშინგტონში ჩადის.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი 9 მაისს აშშ-ს ეწვევა, იტყობინება ამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი დღეს, 29 მარტს.

2019 წლის შემდეგ ეს იქნება ერდოანის პირველი ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც ის შეხვდა მაშინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელთანაც კარგი პირადი ურთიერთობა ჰქონდა. 2020 წელს აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევის შემდეგ, ანკარა ცდილობს პირადი შეხვედრის ორგანიზებას აშშ-ს პრეზიდენტთან.

Reuters-ის თანახმად, ნატოს ორ წევრს შორის ურთიერთობა, რომელიც დიდხანს იყო დაძაბული ალიანსში შვედეთის მიღების მიმართ თურქეთის წინააღმდეგობის გამო, დათბა მას მერე, რაც თურქეთმა დაამტკიცა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი - მანამდე პროცესი 20 თვით გაჭიანურდა და მას ვაშინგტონის იმედგაცრუება ახლდა თან.

XS
SM
MD
LG