Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით პენიტენციურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს


გამოძიების ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა ცოლზე 2023 წლის ოქტომბერში იძალადა.
გამოძიების ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა ცოლზე 2023 წლის ოქტომბერში იძალადა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა. კაცს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ვერსიით, ნასვამმა კაცმა ცოლს სამსახურში მიაკითხა, მანქანაში ჩასვა და „ეჭვიანობის მიზეზით“ იძალადა. მოგვიანებით ის ქალს მანქანის დაწვითა და მოკვლით დაემუქრა. იმავე დღეს კაცმა ცოლს „დამშვიდების მიზნით“ ძალდატანებით დაალევინა რამდენიმე აბი წამალი.

XS
SM
MD
LG