Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმაზე არაფერს ამბობს, რადგან „გამოძიება გრძელდება“


25 მარტს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ჯერ კომენტარს არ აკეთებს „კროკუს სიტი ჰოლზე“თავდასხმაზე.
25 მარტს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ჯერ კომენტარს არ აკეთებს „კროკუს სიტი ჰოლზე“თავდასხმაზე.

რუსეთის კრემლმა განაცხადა, რომ რადგან ჯერ გამოძიება გრძელდება, არ გააკეთებს კომენტარს „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებაზე, რომ ის კისრულობს პასუხისმგებლობას „კროკუს სიტი ჰოლზე“თავდასხმისთვის.

25 მარტს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რადგან გამოძიება გრძელდება, ჯერ ხელისუფლება საკონცერტო დარბაზის შენობაში მასობრივი მკვლელობის შესახებ არაფერს იტყვის.

„გამოძიება გრძელდება. მკაფიო ვერსიები ჯერ არ არსებობს. მხოლოდ წინასწარ მონაცემებზე ვლაპარაკობთ“, - თქვა პესკოვმა და იქვე აცნობა მედიას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტერაქტის ადგილზე არ მივა.

22 მარტს მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა მოაწყო რამდენიმე პირმა. დაღუპულთა რიცხვმა 137-ს მიაღწია. შიშობენ, რომ საკონცერტო ცენტრის ნანგრევქვეშ შესაძლოა გვამები იყოს მოყოლილი.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულად ითვლება 150-ზე მეტი ადამიანი. ასზე მეტი საავადმყოფოებშია. „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო სივრცის მფლობელმა არაზ აგალაროვმა განაცხადა, რომ შენობაში ყველა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გამართულად მუშაობდა და რომ საკონცერტო ცენტრის დაცვამ ვერ მოახერხა შეიარაღებული თავდასხმის შეკავება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ჯერ არ წამოუყენებია ოფიციალური ვერსია თავდასხმის დამკვეთთა და ორგანიზატორთა თაობაზე. ტერაქტის ჩადენაში ეჭვმიტანილია ოთხი პირი. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

XS
SM
MD
LG