გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში 9 მარტს ფერმერებმა მათი ქვეყნების გადაკვეთაზე ჩაატარეს დემონსტრაცია ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის და უკრაინიდან იაფი იმპორტის წინააღმდეგ.
ერთობლივ აქციაში მონაწილეობა მიიღო 400-მდე ფერმერმა, 150 ტრაქტორით, აქცია გაიმართა პოლონეთის სოფელ ბოგატინიაში, საერთო სასაზღვრო პუნქტზე - იუწყება ინიციატივა Land Creates Connection-ი.
ფერმერები გამოვიდნენ მოწოდებით გადაისინჯოს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა. ამასთან, ისინი ითხოვდნენ შეწყდეს უკრაინული მარცვლეულის მსგავსი იმპორტის უკონტროლო შედინება ევროკავშირში, რადგან, მათი თქმით, ამგვარი იმპორტი გაანადგურებს ბაზრებს სამივე ქვეყანაში.