Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძემ უარყო ცნობა, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება


„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ექიმი-კარდიოლოგის, ზვიად ყიფიანის კანდიდატურა არ განიხილება.

მან ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს მიმართა და უთხრა: „ისე კატეგორიულად დადეთ განცხადება, რომ ეჭვი შემეპარა და პრემიერ-მინისტრსაც მივწერე. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ კანდიდატს“.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილს ექიმი-კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი ჩაანაცვლებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ჟორჟოლიანი დაიკავებს.

XS
SM
MD
LG